Airdropers.club

ხშირად დასმული კითხვები


რა არის კრიპტო Airdrop-ები?

მრავალი კრიპტო პროექტი ყურადღების მისაქცევად, ხილვადობის გასაზრდელად, ბრუნვაში ჩასაშვებად და ვაჭრობის სტიმურირებისთვის უფასოდ არიგებს გარკვეული რაოდენობის კოინებს (თოკენებს).
ასეთი კამპანიები ცნობილია როგორც "Airdrop", "Bounty", "Giveaway" or "Holder" კამპანიები.

ჩვეულებრივ, Airdrop ხორციელდება ახალი კრიპტო ვალუტის და ICO–ს შემოღებამდე. ზოგჯერ Airdrop-დან კოინების (თოკენების) მიღებას კვირები ან თვეები სჭირდება.

ყველა კამპანიას აქვს თავისი წესები და პირობები, რომლითაც ისინი ანაწილებენ ჯილდოს. კოინების (თოკენების) განაწილების შემდეგ, მათით ვაჭრობა შესაძლებელია სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე.

Airdrop-ებში ან სხვა ტიპის კამპანიებში მონაწილეობის მისაღებან საჭიროა გარკვეული მომზადება და ცოდნა თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მეგზური დამწყებთათვის

რა განსხვავებაა Airdrop, Bounty, Giveaway and Holder კამპანიებს შორის?

Airdrop გულისხმობს მცირე რაოდენობით კოინების (თოკენების) უფასოდ განაწილებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ან მცირე დავალებების შესრულებისთვის.

Bounties გულისხმობს განმეორებადი დავალებების ჩამონათვალს, რომელთა შესრულებაში ნებისმიერს(უმეტეს შემთხვევაში) შეუძლია მონაწილეობის მიღება და რომელთა შესრულების შემთხვევაში კამპანიის დასრულების შემდეგ ნაწილდება ჯილდო. დავალებები ძირითადად მოიცავს ხილვადობის გასაზრდელად მიმართულ ქმედებებს. მაგალითად, Telegram არხთან შეერთებას, ფეისბუქში მოსწონებას, გაზიარებას და ა.შ.

Giveaway გულისხმობს მონაწილეებზე კოინების (თოკენების) უფასოდ განაწილებას.

Holder გულისხმობს რომ ჯილდოს მისაღებად გარკვეული დროით ან გარკვეულ დრომდე თქვენ უნდა გქონდეთ საფულე კონკრეტულ პლატფორმაზე დარიცხული კოინებით (თოკენებით).

რა არის KYC?

KYC (Know Your Customer) წარმოადგენს პირადობის გადამოწმების პროცესს, რომელიც ხორციელდება ბიზნეს ურთიერთობებში უკანონო ზრახვების პოტენციური რისკების მინიმიზირების მიზნით.

რა არის ICO (Initial Coin Offering)?

ICO (Initial Coin Offering) ეს არის კრიპტო პროექტისთვის ფულის შეგროვება საწყისი მონეტის შეთავაზების(გაყიდვის) საშუალებით. კრიპტო პროექტის ავტორების მიერ იქმნება პროექტის აღწერა ე.წ. whitepaper, სადაც მოცემულია პროექტის მიზნები, ამოცანები, საჭირო თანხა, ვადები და ა.შ.

ICO კამპანიის დროს, პროექტის პერსპექტიულობაში დარწმუნებული ენთუზიასტები და ინიციატივის მომხრეები ყიდულობენ თოკენებს ფულით ან კრიპტოვალუტით.

რა არის თოქენი (Token)?

თოქენი (Token) არის ანგარიშის ერთეული, რომელიც შექმნილია როგორც ციფრული აქტივი, ციფრული სამყაროში ფასიანი ქაღალდის შემცვლელი.

არსებობს სამი ტიპის თოქენი (Token):

თოქენი ვალუტა
თოქენი შეიძლება კლასიფიცირდეს ვალუტად, თუ ის შექმნილია როგორც საქონლის ან მომსახურების გადასახადის საშუალება.

სარგებლის თოქენი
ასეთი თოქენების დანიშნულებაა კონკრეტულ პლატფორმასა თუ მომსახურებასთან მიმართებაში გარკვეული სარგებლის ქონა.

მაგალითად, ზოგიერთმა კრიპტოვალუტის ბირჟამ გამოუშვა საკუთარი თოქენი, რათა მომხმარებლებმა გამოიყენონ იგი ვაჭრობის საკომისიო გადასახადის შემცირების მიზნით.

საინვესტიციო თოქენი
აქტივები, რომლითაც იგეგმება დადებით ანაზღაურების მიღება მათი ინვესტიციისთვის. ანაზღაურება ჩვეულებრივ ნაწილდება თავად პლატფორმის ან შემქმნელი კომპანიის მიერ.

რა არის კრიპტოვალუტის ბირჟა?

კრიპტოვალუტის ბირჟა არის ბიზნესი, რომელიც თავის მომხმარებლებს აძლევს კრიპტოვალუტით, ციფრული ვალუტით ვაჭრობის საშუალებას გარკვეული საკომისიოს საფასურად.

რა დროში მივიღებ ჯილდოს კამპანიისგან?

კამპანიისგან ჯილდოს მიღებას ზოგჯერ კვირები ან თვეები ჭირდება. რადგან როგორც წესი კამპანიები ტარდება ICO-მდე და ჯილდოს დანაწილება ხდება ICO-ს შემდგომ.

სად შემიძლია გავყიდო ჩემი კოინები (თოკენები)?

კოინებით (თოკენებით) ვაჭრობა შესაძლებელია კრიპტოვალუტის ბირჟებზე.

დღეისათვის ინტერნეტში უამრავი კრიპტოვალუტის ბირჟა არსებობს.

კრიპტოვალუტის ბირჟის არჩევისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და აირჩიეთ მხოლოდ მაღალი რეპუტაციის მქონე ბირჟები.

ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე მაღალი რეპუტაციის მქონე კრიპტოვალუტის ბირჟა:

Binance

Binance

დაარსდა 2017 წლის ბოლოს, Binance არის გაცვლითი პლატფორმა რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ივაჭრონ კრიპტოვალუტებით. დაარსებიდან ორ წელიწადზე ნაკლებ დროში, Binance გახდა ერთ-ერთი უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა.

CEX

CEX

დაარსდა 2013 წელს, როგორც Cloud mining სერვისი, ხოლო 2015 წელს გადაკეთდა კრიპტოვალუტის ბირჟად, რომელსაც ენდობა მილიონზე მეტი მომხმარებელი. ბირჟას აქვს ფულის MasterCard და Visa ბარათებზე გატანის საშუალება.

P2PB2B

P2PB2B

ცენტრალიზებული კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც მდებარეობს ესტონეთში.
დაარსდა 2018 წელს და გთავაზობთ კრიპტოვალუტით ვაჭრობას 750-ზე მეტი სავაჭრო წყვილით.


KuCoin

KuCoin

KuCoin არის კრიპტოვალუტის ბირჟა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ივაჭროთ უამრავი (250+) კრიპტოვალუტით.
იგი დაარსდა 2017 წლის მაისში.

DDEX

DDEX

DDEX არის Ethereum-ის პლატფორმის დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც გთავაზობთ რეალურ დროში ვაჭრობის და ანგარიშსწორების საშუალებას.

Hotbit

Hotbit

Hotbit ამოქმედდა 2018 წლის იანვარში და გთავაზობთ ვაჭრობას ბევრი უჩვეულო კრიპტოვალუტით.