Airdropers.club გვერდი 2

რა არის კრიპტოვალუტის Airdrop?

ბევრი კრიპტო პროექტი ყურადღების მისაქცევად, ხილვადობის გასაზრდელად, მიმოქცევაში ჩასაშვებად და ვაჭრობის სტიმულირებისთვის უფასოდ არიგებს გარკვეული რაოდენობის მონეტებს(Coin) და თოქენებს (Token).

ასეთ კამპანიებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც "Airdrop", "Bounty", "Giveaway" or "Holder" კამპანიებს.

ჩვეულებისამებრ, Airdrop კამპანიები ხორციელდება ახალი კრიპტო ვალუტის და ICO(მონეტის საწყისი შეთავაზება)–ს შემოღებამდე. ზოგჯერ რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება კამპანიისგან Coin-ების(Token-ების) მიღებას.

ყველა კამპანიას აქვს თავისი წესები და პირობები, რომლის მიხედვითან ისინი ანაწილებენ ჯილდოს. Coin-ების(Token-ების) მიღების შემდეგ, მათით ვაჭრობა შესაძლებელია სხვადასხვა კრიპტო ბირჟებზე.

ასეთი ტიპის კამპანიებში ჩართვამდე საჭიროა გარკვეული მომზადება და გარკვევა თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მეგზური დამწყებთათვის

ერთი რამ, რაც წინასწარ უნდა იცოდეთ: Airdrop–ებით ვერ გამდიდრდებით! თუმცა ზოგიერთი Airdrops-ის ფასმა შესაძლოა საკმაოდ დიდ ნიშნულსაც მიაღწიოს.

საუკეთესო მაგალითია Ontology Airdrop, რომელიც შესრულდა 2018 წელს და მონაწილეებმა მიიღეს 1,000 ONT Token-ი.
Ontology-ის ყველა დროის უმაღლესი ფასი აღემატებოდა $10-ს, რაც 1,000 ONT Token-ზე შეადგენდა $10,000-ზე მეტს!

ასე რომ ვინ იცის ...

EnglishПо русский