Airdropers.club

მომსახურების პირობები

1. შესავალი

1.1 ამ მომსახურების პირობებში ნებისმიერი სიტყვა "ჩვენ", "ჩვენი", "ჩვენს" ან სხვა მსგავსი გამონათქვამი ან სიტყვა ნიშნავს airdropers.club-ს, ხოლო სიტყვა "თქვენ", "თქვენს" ან რაიმე სხვა მსგავსი გამონათქვამის ან სიტყვის გამოყენება ნიშნავს airdropers.club ვებსაიტის ნებისმიერ მომხმარებელს.

1.2 ამ დოკუმენტში მოცემულია www.airdropers.club- ის მომსახურების პირობები. ეს მომსახურების პირობები მოქმედებს ჩვენი ვებ.საიტის ყველა მომხმარებლისთვის. ამ ვებ.საიტის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით/შეასრულებთ ამ მომსახურების პირობებს და რომ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკა-ს და Cookie პოლიტიკა-ს.

2. ზოგადი პირობები

2.1 მოცემული მომსახურების პირობები განსაზღვრავს თქვენს მიერ ჩვენი ვებ.საიტის გამოყენებას. თუ არ გესმით, ან არ ეთანხმებით მოცემულ მომსახურების პირობებს, ან მის რომელიმე ნაწილს ჩვენი ვებ.საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ თავი შეიკავოთ ჩვენი ვებ.საიტით სარგებლობისაგან.

2.2 ჩვენი ვებ.საიტით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით მოცემულ მომსახურების პირობებს.

2.3 თქვენ ადასტურებთ, რომ ჩვენი ვებ.საიტის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ და გაერკვიეთ მოცემულ მომსახურების პირობებში.

2.4 ამ დოკუმენტში გათვალისწინებულია airdropers.club-ის მომსახურების პირობები. airdropers.club ეხება კრიპტოვალუტის თემას და მისით სარგებლობა ყველასთვის უფასოა.

3. არავითარი რჩევა არანაირი ფორმით

3.1 თქვენ ადასტურებთ, რომ გესმით და ეთანხმებით, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ვებ.საიტიზეა წარმოდგენილი, მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვისაა და არ განიხილება, როგორც რჩევა ნებისმიერი ფორმით.
თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ ჩვენს, ან ჩვენს შესახებ ნებისმიერ სხვა ვებ.საიტზე მოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო რჩევას ან საგადასახადო რჩევას ნებისმიერი ფორმით.

3.2 თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ ჩვენს ვებ.საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას გაფრთხილების გარეშე.

4. მისაღები და აკრძალული ქმედებები

4.1 თქვენ ადასტურებთ, რომ არ გამოიყენებთ ვებ.საიტს ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგება მოცემულ მომსახურების პირობებს ან ნებისმიერ საკანონმდებლო აქტს.

4.2 თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ჩვენი ვებ.საიტი იმ გზით, რომლითაც შესაძლებელია გამორთოთ, დააზიანოთ ან დატვირთოთ იგი, ან ხელი შეუშალოთ სხვა მომხმარებლებს მისით სარგებლობაში.

4.3 თქვენ ადასტურებთ, რომ არ გამოიყენებთ ვებ.საიტს, მის შინაარსს ან სერვისებს საქმიანობისთვის, რომელიც უკავშირდება ნებისმიერი კანონის დარღვევას.

4.4 თქვენ ადასტურებთ, რომ არ მოახდენთ მონაცემებით მანიპულაციას ან აგრეგაციას ნებისმიერი კონტენტის მესამე პირების ხელმოსაწვდომობის მიზნით და ასევე არ განახორციელებთ ქმედებას რომელმაც შესაძლოა მატერიალური ან არამატერიალური ზიანი მოუტანოს მესამე პირებს.

5. ვებ.საიტის ხელმისაწვდომობა

5.1 თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ ჩვენი ვებ.საიტი და მასზე განთავსებული ინფორმაცია მოცემულია ყოველგვარი გარანტიის გარეშე.

5.2 თქვენ გესმით და ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვიძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი ვებ.საიტი იქნება ყოველთვის ხელმისაწვდომი, სრულად ფუნქციონალური და უშეცდომო.
ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ვებ.საიტის ხელმისაწვდომობა და შესაბამისი უსაფრთხოება.

5.3 გესმით და ეთანხმებით, რომ ჩვენს ვებ.საიტიზე დამუშავებული ინფორმაცია შესაძლოა დროებით ან მუდმივად გახდეს მიუწვდომელი ან დაკარგული.

5.4 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს, შეტყობინების გარეშე შევწყვიტოთ, შევზღუდოთ ან შევაჩეროთ თქვენი წვდომა ჩვენს ვებ.საიტზე მთლიანად ან ნაწილობრივ.

5.5 თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წელზე მეტი ასაკის.

6. ფორს-მაჟორი

6.1 ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებელობას ვებ.საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი შეცდომის, შეფერხების ან უზუსტობის გამო, რომელიც წარმოიქმნება ან უკავშირდება შემთხვევებს(მაგრამ არა მხოლოდ) როგორებიცაა: წყალდიდობა ან სხვა სტიქიური უბედურებები, სამთავრობო შეზღუდვები, პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა, უბედური შემთხვევები, კომუნალური ან კომპიუტერული სერვისების დაკარგვა ან გაუმართავობა, გაფიცვები, საომარი მოქმედებები, მესამე პირთა არაკანონიერი ქმედებები და სხვა შემთხვევები.

7. ანაზღაურება

7.1 თქვენ ადასტურებთ, რომ გვათავისუფლებთ ჩვენ ყველანაირი პასუხისმგებლობისაგან, პრეტენზიისაგან, ხარჯისაგან ან სხვა ნებისმიერი ვალდებულებისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვებ.საიტის გამოყენებასთან ან გამოყენების შეუძლებლობასთან.

8. მომსახურების პირობების ცვლილებები

8.1 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას დროდადრო, შეტყობინების გარეშე შევიტანოთ ცვლილებები ან შეცვალოთ მოცემულ მომსახურების პირობები. ამ მომსახურების პირობების უახლესი ვერსია ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ.საიტზე.

9. კონფიდენციალურობა

9.1 ჩვენ ვიცით თქვენი პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და შეძლებისდაგვარად ვზრუნავთ მათი დაცვის შესაბამისი დონის უზრუნველსაყოფად, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გადაცემის ან პერსონალური მონაცემების შენახვის უსაფრთხოება არასოდეს არაა გარანტირებული. ჩვენ არ შეგვიძლია იმის გარანტია, რომ პირადი მონაცემები, რომელსაც თქვენ გადასცემთ ჩვენს ვებ.საიტს არის სრულად დაცული.

10. პრეტენზიები და შეკითხვები

10.1 თუ ჩვენს ვებ.საიტთან ან მასზე წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაქვთ რაიმე სახის პრეტებზია ან შეკითხვა, დაგვიკავშირდით საკონტაქტო გვერდის საშუალებით.
ჩვენის მხრივ ვეცდებით გონივრულ ვადებში ვუპასუხოთ თქვენს პრეტენზიას ან შეკითხვას.

11. მესამე მხარის ბმულები

11.1 მესამე მხარის ბმულები, რომლებიც მოცემულია ჩვენს ვებ.საიტზე, მათ შორის, მაგრამ არ მხოლოდ, Facebook ბმულები, Twitter ბმულები, Telegram ბმულები ან ნებისმიერი სხვა ბმული არ კონტროლდება ჩვენს მიერ.
ჩვენ ვიხსნით ნებისმიერ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ბმულების გამოყენებასთან დაკავშირებით.

12. მოცემული მომსახურების პირობების მიღება თქვენს მიერ

12.1 airdropers.club ვებ.საიტით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით მოცემულ მომსახურების პირობებს.


EnglishПо русский